სპინალური ქირურგია

ქირურგიული ჩარევა ხერხემალსა და ზურგის ტვინზე ხორციელდება უახლესი აპარატურის გამოყენებით, მინიმალური ინვაზიური მეთოდით და ნეირონავიგაციის საშუალებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს პაციენტის ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობას, ასევე ინტრა- და პოსტოპერაციული გართულებების ალბათობას.

ნეიროქირურგიის დეპარტამენტი — პროფესორ შოთა ინგოროყვას ხელმძღვანელობით — ახორციელებს ქირურგიულ ჩარევას უახლესი თანამედროვე აპარატურით.

1. ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები

  • მალთაშუა დისკის თიაქარი
  • ხერხემლის არასტაბილურობა
  • სპინალური სტენოზი
  • ნერვული ფესვის კომპრესია
  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი
  • ხერხემლის მალების ოსტეოპოროზული (არატრავმული) მოტეხილობები
ხერხემლის ანატომიური მოდელი

2. ხერხემლის ტრავმები

ქირურგიული მკურნალობა ხდება მიკროქირურგიული მეთოდით, ხერხემლის სტაბილიზაციით, ინტრაოპერაციულად ნეირონავიგაციისა და ნეიროვიზუალიზაციის გამოყენებით, საჭიროების დროს — ხერხემლის მალის სხეულის სრული პროთეზირებით.

  • ხერხემლის მალის მოტეხილობები
  • ხერხემლის მალების ტრავმული ამოვარდნილობები
  • ტრავმული სპონდილოლისთეზი
  • მალთაშუა დისკის ტრავმული გაგლეჯა
  • სპინალური ეპიდურული და სუბდურული ჰემატომები
თანამედროვე საოპერაციო — ხერხემლის სტაბილიზაცია

მკურნალობის ინდივიდუალური მიდგომა — ხერხემლის საგიტალური ბალანსის გამოთვლა

ხერხემლის ფიზიოლოგიური მოხრილობების ჯამური წონასწორობის დაცვა, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.

3. ხერხემლის სიმსივნური დაავადებები

სპინალურ ქირურგიაში ნეირონავიგაციის გამოყენება გვაძლევს საშუალებას, ინტრაოპერაციულად ზუსტად იქნას დიფერენცირებული სიმსივნური ქსოვილის გავრცელების საზღვრები, რათა მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჯანსაღ ქსოვილებს და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხერხემლის სტაბილურობა.

პროფესორ შოთა ინგოროყვას მიერ ხდება პაციენტის ინდივიდუალური შეფასება, რის შემდეგაც იგეგმება ქირურგიული მკურნალობა შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • ხერხემლის მალების პირველადი სიმსივნეები
  • ხერხემლის მალების მეორადი, მეტასტაზური დაზიანებები
  • ზურგის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები
ხერხემლის MRT/KT გამოსახულებების ანალიზიხერხემლის ოპერაცია მიკროსკოპითა და ნეირონავიგაციითთანამედროვე საოპერაციო — ხერხემლის ქირურგია

დანიშნეთ ვიზიტი

შეავსეთ ფორმა ვიზიტის წინასწარი შეთანხმებისთვის — დაგიკავშირდებით უმოკლეს ვადაში.

დაჯავშნა